მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა
Associated Press-ის ინფორმაციით, მილიარდერი ამერიკელი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ იორკში, საკუთარ სახლში.
დევიდ როკფელერის ბაბუა – ჯონ როკფელერი მსოფლიოში პირველი მილიარდერი მამაკაცია. ის იყო ნავთობკომპანია Standart Oil-ს დამფუძნებელი. სწორედ ნავთობის ბიზნესმა გახადა როკფელერი პირველი მილიარდერი მსოფლიოში.
მან ასევე დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი. როკფელერები ამ დრომდე ითვლებიან ერთ-ერთ გავლენიან ოჯახად.