Adidas-ი სხეულის სკანირებით მომხმარებელზე მორგებულ ტანსაცმლელს შეკერავს
კომპანია Adidas-ი ახალ გზებს ეძებს და სხვადასხვა საშუალებებს ტესტავს რათა უფრო მეტი მომხმარებელი მოიზიდოს და არ ჩამორჩებს ტენდენციებს.
გერმანული სპორტულმა კომპანიამ შექმნა სისტემა, რომლის დროსაც ადამიანის სხეულის სკანირება ხდება და შემდგომ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალურად მომხმარებელზე მორგებული ტანსაცმლის შეკერვა ხდება დაახლოებით 4 საათში.
‘’მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია დროებითია, ეს მაინც მისცემს ბიძგს კომპანიის წინსვლას და სევე კონკურენციას გაუწევს მის მთავარ კონკურენტს კომპანია ნაიკს’’,- აცხადებს ემა ტომასონი.
მაღაზიაში მომხმარებელს შეუძლია თვად შექმნას მისთვის სასურველი ტანსაცმლის დიზაინი. თითოეული ტანსაცმელი მაღალი ხარისხის ქსოვილისგან შედგება, რომელიც $215 ღირს. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს საშუალება ეძლევა თავად აირჩიოს სასურველი ტანსაცმლის ზომა, მაღაზიაში ასევე შესაძლებელია სპეციალური სკანერის დახმარებით ავტომატურად შეიმოსოს მომხმარებელი. იმისათვის რომ შესაბამისი დიზაინი იქნეს შერჩეული, კლიენტი ბნელ ოთახში შედის და დგება ყუთის შუა ნაწილში, სადაც უბრალოდ ხელის მოძრაობით არის შესაძლებელი სასურველი ტანსაცმლის შერჩევა. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის მეშვეობით მარტივდება შესაბამისი ფერის შერჩევაც.
კომპანია ადიდასში აცხადებენ, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება და მომხმარებელთა რაოდენობა მოიმატებს, მაშინ ბერლინში კიდევ რამოდენიმე მაღაზიის გახსნაზეც დაფიქრდებიან.
ლევან ლაგვილავა