Domino’s Pizza სახლში მიტანის სერვისზე რობოტებს გამოიყენებს

როგორც Bloomberg–ი წერს, ლონდონურმა კომპანიამ, Starship Technologies–მა, რომელმაც Domino’s Pizza-თვის 6 ბორბლიანი თვითმართვადი რობოტებები შექმნა ადგილზე მიტანის სერვისისთვის, შეკვეთების მიღებას გერმანიასა და ჰოლანდიაში დაიწყებს.

კომპანია, Starship Technologies, 2014 წლის ივლისში შეიქმნა. მისი შემქნელები, აჰტი ჰეინლა და აინუს ფრისი, სკაიპის ყოფილი თანადამფუძნებლები არიან. მათი განცხადებით რობოტები პიცას გერმანულ და ჰოლანდიურ ქალაქებში შეძლებენ სახლში მიტანის სერვისის განხორციელებას, თუ დამკვეთი დომინოს პიცის საცხობებთან დაახლოებით ერთი მილის რადიუსში ცხოვრობს.

დომინოს პიცამ, რომელიც აზიისა და ევროპის კონტინენტზე საკმაოდ გავრცელებული ბრენდია, შექმნა აღნიშნული პროექტის საკონტროლო ჯგუფი, რომელსაც Domino’s Robotic Unit ჰქვია.

კომპანიამ, სახლში მიტანის სერვისის მომსახურების გასაწევად, 2016 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დატესტა სახმელეთო თვითმმართვადი გადამზიდები.

კომპანიის მმართველის, დონ მეიჯის განცხადებით, კომპანიის მომდევნო 10 წლის გეგმებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებენ საკმარისი მძღოლების აყვანას სახლში მიტანის სერვისის მომსახურების მიზნით. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შეიმუშავეს აღნიშნული პროექტი.

 

ბაჩო ჯინჭარაძე