„თეგეტა აკადემიის“ მოწვეულმა ტრენერებმა სტუდენტებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს

სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს.

სემინარს BOSCH-ის წარმომადგენლები – დიმიტრი ულიანოვი და გრიგორი როზავინი, ხოლო MOTUL-ის წარმომადგენლები – სერგეი ევდოკიმოვი, ანდრეი სიჩევი და ანდრეი ლაუშკინი უძღვებოდნენ. სემინარზე სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე საავტომობილო სფეროს განვითარების პერსპექტივები, სიახლეები და გამოწვევები; ელექტრო, ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე საავტომობილო ტრანსპორტი და მათი განვითარების პერსპექტივები; თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით.

ღონისძიების პროგრამა სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკან ოთარ გელაშვილთან თანამშრომლობით შემუშავდა. აღნიშნული სემინარი „თეგეტა მოტორსის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა „თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია.

 

[wpolling id=”14″ width=”” height=””]