“კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული” – საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელის სკანდალური განცხადება

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მერაბ ფერაძემ დაზარალებულები “ქართული ოცნებისა” და პროკურატურის მიერ მომზადებულ ხალხად მოიხსენია, რასაც დაზარალებულების უკმაყოფილება მოჰყვა. ფერაძემ პრემიერ-მინისტრთან გარიგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც ისინი დაზარალებულებს 3 წლის განმავლობაში თანხებს დაუბრუნებდნენ.

“კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული. თუმცა, შემდეგ დამაკავეს, რომ მის და ხელისუფლების წინააღმდეგ არაფერი მეთქვა. ხელისუფლება გვეუბნებოდა – ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით. მორიგებულები ვიყავით, რომ ჯერ 1 მილიონი და შემდეგ 5 მილიონი დოლარი უნდა ესეხებინა. მე და სხვა ბრალდებულებს თუ გამოგვკეტავენ 11 წელი ციხეში, დამიჯერეთ, თქვენ ვერაფერს მიიღებთ. ყველას ვეუბნები, რომ ილაპარაკეთ სიმართლე და არა დაზეპირებული ტექსტები. ერთხელ კომპანიას შეექმნა პრობლემა 2012 წელს, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში და მეორე, როცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო”, – განაცხადა მერაბ ფერაძემ.

“თქვენ ხართ არა დაზარალებულები, არამედ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავარი პროკურატურის მომზადებული ხალხი”, – მიმართა ფერაძემ დაზარალებულებს.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]