თბილისს გარემოსდაცვითი და სოციალური ინოვაციების ნომინაციაში პირველი ადგილი მიენიჭა

თბილისს გარემოსდაცვითი და სოციალური ინოვაციების ნომინაციაში პირველი ადგილი მიენიჭა. გადაწყვეტილება EBRD- მა მიიღო.

2017 წლის მდგრად პროექტებს შორის, ყოველწლიურ ფორუმზე თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანის პროექტმა გაიმარჯვა.

ღონისძიება კვიპროსში გაიმართა და მას დავით ნარმანია და დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდნენ. მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანის პროექტი თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა  და აღმოსავლეთ ევროპის გარემოსდაცვის პარტნიორობის მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქში უკვე შემოყვანილია 143 ერთეული ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული ავტობუსი.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]