“გვაბრალებენ, თითქოს, საფლავები მოვთხარეთ, მიცვალებულები ავყარეთ და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ”

ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, ქსანისტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზისმშენებლობას გარკვეულიდესტრუქციული ძალებიეწინააღმდეგებიან.

დღეს გამართულპრესკონფერენციაზე კახიკალაძემ აღნიშნული ხაზისმშენებლობის მნიშვნელობასადა წარმოშობილპრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების 10 წლიანი გეგმა მიიღო, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

მინდა, კონკრეტულ პროექტზე ვისაუბრო, რომელიც ამ 10 წლიანი გეგმის ნაწილია. ეს ქსანისტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემის 500 კილოვატიანი ხაზი გახლავთ. ამ კონკრეტულპროექტთან დაკავშირებით, გარკვეული დესტრუქციული ძალები არსებობს და ეს სწორედ ის ადამიანებიარიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ ელექტროგადმცებების მშენებლობას, არამედ ზოგადად, ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ასევე, ეს ის ადამიანებიგახლავთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ განვითარებას ეწინააღმდეგებიან. ჩვენბოლო კვირების განმავლობაში, ამ ადამიანების მხრიდან ცილისწამებლურ განცხადებებს ვისმენთ, რომლებიც თავიანთი დეზინფორმაციით ყველანაირად ცდილობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობაშეცდომაში შეიყვანონ“, – აღნიშნა კალაძემ.

მინისტრის ცნობით, ცილისწამებლური განცხადებები ისმის, რომ თითქოს ეს ხაზები საშიშიაჯამრთელობისთვის, მეწყერს იწვევს, გარემოს აზიანებს და ოჯახებს აუბედურებს.

ეს ყველაფერი არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბარბაროსულ და ვანდალურქმედებებს გვაბრალებენ, თითქოს, ჩვენ საფლავები მოვთხარეთ, მიცვალებულები ავყარეთ და მათშეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა, მეგობრებო. მინდა, ამ დესტრუქციულიძალების რეალური სახე დაგანახოთ. ალბათ, ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ კადრები იხილა, როდესაცსოფელ მუგუდაში, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც ერთერთი ქალბატონი თავისგარდავლილ შვილს ტიროდა, თითქოს, ჩვენ მისი შვილის საფლავის გათხრა დავიწყეთ.

მინდა, დავარწმუნო, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომჩვენი ხელისუფლების მიერ მიმართული ვინმეს საზიანოდ გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ ყოფილადა ეს მომავალშიც ასე იქნება. ეს სახელმწიფოსთვის სასარგებლო მშენებლობებია. ეს დამოუკიდებელიდა ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყნისკენ სავალი გზის ერთერთი ეტაპია. როდესაც ქვეყნისგანვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ვსაუბრობთ, ესშესაძლებელი ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებითაა. გარე თუ შიდა მტრებისმიუხედავად, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ ვმუშაობთ და ყოველთვის ვიმუშავებთ“, – დასძინა კალაძემ.