ახალი წესების მიხედვით ჩინური გუნდები საფეხბურთო ვარსკვლავებში ორჯერ მეტ თანხას გადაიხდიან

როგორც  Bloomberg-ი წერს, ჩინეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული რეგულაციის თანახმად ცინური გუნდები საფეხბურთო ვარსკვლავებში თანხას ორჯერ გადაიხდიან. კლუბები, რომლებიც ფეხბურთელებს ყიდულობენ, ვალდებულნი არიან გარკვეული თანხა გადარიცხონ ფონდში, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთში ფეხბურთის განვითარებას. ამ ნაბიჯმა შესაძლოა შეზღუდოს საფეხბურთო კლუბების შესაძლებლობები გამოიმუშავონ დიდი თანხები და შეიძინონ სუპერ ვარსკვლავები სხვადასხვა წამყვანი ჩემპიონატის კლუბებიდან.

2016 წლის მიხედვით ჩინეთი მეხუთე იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავენ ფეხბურთელების შეძენაში. ჩინეთი ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: გერმანია, ინგლისი, ესპანეთი და იტალია.

დღესდღეობით ჩინეთში უამრავი ბიზნესმენი გამოჩნდა, რომლებიც დიდი ოდენობით ინვესტიციას დებენ ჩინეთში ფეხბურთის განვითარებისთვის. ამას გარდა ჩინელი მილიარდერები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც აქტიურობენ და სხვადასხვა წამყვანი საფეხბურთო კლუბების შეძენითაც კი არიან დაკავებულნი. დიდი ოდენობით თანხები იხარჯება სუპერ ვარსკვლავების შეძენაში და შემდგომ უკვე მათზე გაიცემა მილიონობით დოლარი ხელფასის სახით. იმ თანხას რასაც ჩინური გუნდები ხელფასის სახით სუპერ ვარსკვლავებს უხდიან, მსოფლიოში არცერთი გუნდი არ უხდის მის ფეხბურთელს.

ახალი რეგულაციის მიხედვით ჩინურ გუნდებში უცხოელი ფეხბურთელების რაოდენობა შემცირდება.

 

ლევან ლაგვილავა