სად მზადდება მედიკამენტები, რომლითაც ფარმაცევტული ბაზარი მარაგდება

თუ კი ოდესმე მიგიღიათ ტკივლგამაყუჩებელი დიდია იმის ალბათობა, რომ ის ინდოეთში იყოს წარმოებული. ინდოეთი ჯენერიკების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.

ჯენერიკი არის არაპატენტირებული, კვლავწარმოებული პრეპარატი. ორიგინალური პრეპარატის პატენტის ვადის გასვლის შემდეგ, სხვა ფარმაცევტულ კომპანიასაც ეძლევა უფლება აწარმოოს იგივე შემადგენლობის მედიკამენტი. ჯენერიკი არის ბრენდისგან განსხვავებული დასახელების მედიკამენტი, რომელსაც  იგივე ქიმიური ფორმულა გააჩნია, რაც მას. ექიმები ჯენერიკებს იყენებენ, რადგან ის არ არის ვადაგასული, ყალბი ან უხარისხო წამალი. ეს არის ჩვეულებრივი პრეპარატი, რომელსაც კომპანიები განსხვავებული დასახელებით უშვებენ.

თითქმის 80% მედიკამენტები, რომელსაც აშშ-ში იყენებენ არის ჯენერიკი. ჯენერიკი შედარებით იაფია.

Sun Pharma კი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი მედიკამენტების.

ვიდეო, რომელიც CNNMoney-ს ეკუთვნის, დეტალურად აღწერს წამლების, ამ შემთხვევაში ჯენერიკების წარმოების პროცესს.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე