,,საქართველოს ბანკმა“ ბორჯომის ტყის აღსადგენად 6 თვეში მიღებული მოგების 0,4% გადარიცხა
სტიქიამ და ხანძარმა ბორჯომის ხეობაში, ბუნებრივია, ადამიანები და ბიზნეს სტრუქტურები ქველმოქმედებისათვის განაწყო. სხვებს არც ბანკები ჩამორჩნენ. თავისთავად ცხადია, საქართველოში ყველაზე მომგებიანი კომპანიები ბანკები არიან და აქედან გამომდინარე ევალებათ კიდეც ქვეყნის და საზოგადოების თანადგომა. სხვებს არც ,,საქართველოს ბანკი“ ჩამორჩა. მან შესაბამისი მიზნით, ანუ ტყის გადასარჩენად და აღსადგენად 1 მილიონი ლარი გაიღო, რაც ამ ბანკის მიერ მხოლოდ 2017 წლის პირველ ნახევარში მიღებული მოგების 0,4%–ია. ,,საქართველოს ბანკის“ მოგებამ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 208 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 95 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს ,,საქართველოს ბანკის“ მოგება მთლიანად იყო 289 მილიონი იყო, რაც ლამის მიმდინარე წლის ექვს თვეში მიღებული მოგების ტოლია.
ბუნებრივია, ამ მასშტაბის საერთო ეროვნული უბედურების შედეგების ლიკვიდაციისთვის ისეთ მომგებიან ინსტიტუტს, როგორიც ,,საქართველოს ბანკია“ გაცილებით მეტის გაღება მართებდა. თუმცა, ქველმოქმედების კუთხით ,,საქართვეელოს ბანკი“ მაინცდამაინც არასდროს გამოირჩეოდა.
გიორგი რანი