სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.  აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოთხოვნამ 55 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.900 პროცენტით, მაქსიმალური 8.080 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.025 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.