“ლარის კურსის ცვლილება ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგია”

ყოფილი ფინანსთა მინისტრი, დავით იაკობიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ეხმიანება. იაკობიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს წერს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“არ მიყვარს ერთი და იგივე ამბის გამეორება. ახლა ის სიტუაციაა, როდესაც ვალდებული ვარ.
ლარის კურსის ცვლილება ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგია, რადგანაც ლარის ავანჩავანი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

ის ნარატივი, რომ ეროვნულ ბანკს არ ევალება ლარის საცვლელი კურსის კორექტირება, არ მიიღება.

1.რადგან უცხოური ფულადი ნომინალი, რომელითაც ვაჭრობენ გადამცვლელი პუნქტები, ლარზე საცვლელი მასის ნაწილია და მათზე ფასების ზრდა ინფლაციური პროცესის ფარგლებში თავსდება.

2.მართალია ლარის საცვლელ კურსზე დიდ ზეგავლენას ახდენს მოლოდინები, მაგრამ ისინი სიცარიელიდან და უცაბედად არ ჩნდებიან. მოლოდინები საკრედიტო განაკვეთებისა და ფულის კონვერტაციაზე ბანკების კლიენტების გამაცხადების საფუძველზე ყალიბდება. ამ ინფორმაციაზე კი მხოლოდ ეროვნულ ბანკს მიუწვდება ხელი. ამგვარად ლარის საცვლელი კურსის ცვლილების მოსალოდნელობების დადგენა და მათი გონიერ საბაზრო ჩარჩოებში მოქცევა ეროვნული ნაბკის საქმიანობის ტექნოლოგიური შემსდგენელია.

3. მოსახლეობის ერთი ნაწილის მიერ ლარის საცვლელი კურსის პროგნოზირება ასევე ეროვნული ბანკის საზოგადოებრივ აზრის ფორმირებაზე მოქმედი სამსახურის მოუქნელი მუშაობის შედეგად ხდება. არ ამბობ შენ, ვცდილობ გავერკვე თვითონ. აქ გაუგებარი არაფერია,” – წერს იაკობიძე.