რაჭაში თვალის უფასო ოპერაციები ტარდება

რაჭაში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ოფთალმოლოგიური ოპერაციები მიმდინარეობს. ოპერაციებს პროფესორი საშა ალექსიძე ატარებს. მისი განცხადებით, სამი დღის მანძილზე რაჭაში კატარაქტის ოპერაციები და ხელოვნური ბროლით თვალის ფაკოემულსიფიკაცია ტარდება.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში, 12 ნოემბერამდე თვალის ოპერაციას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 50–ზე მეტი პაციენტი გაიკეთებს.