მარკირების საფასურს მომავალ წელსაც სახელმწიფო გადაიხდის

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაფარავს. ამის შესახებ საქმის კურსს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. კომპანია SICPA Security Solutions SA-თან დადებულ ხელშეკრულებას ვადა 1 იანვარს გასდიოდა. კომპანია არაალკოჰოლური სასმელების მარკირებას 2016 წლიდან ახორციელებს.

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ მარკირების ღირებულება, რომელიც ჯამურად, დაახლოებით, 5-6 მლნ ლარია, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს.

ამასთან, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ კომპანია „სიქპა“ კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ზუსტ და სრულ აღრიცხვას და სავალდებულო მარკირებას ვერ უზრუნველყოფს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ მათ დაჯარიმებას იწვევს.

bm.ge