დავით ჭიჭინაძე: გეტყვით, რომ დიპლომი 2 000 წლის 25 დეკემბერს ავიღე

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გლეხებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება  საზოგადოებამ არასწორად შეაფასა, რადგან მისი თქმით, მიზანი გლეხების არა შეურაცხყოფა, არამედ დაცვა იყო. მმართველი გუნდის წევრი ჩვენთან საუბრისას საკუთარ განათლებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა ფაქტს იმის შესახებ, თითქოს უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული არ აქვს.

,,როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგეს, ფაროსანა იმდენად რთული საკითხია, მხოლოდ გლეხი ვერ გადაჭრის პრობლემას. როცა ასეთი მასშტაბურია პრობლემა, სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს და იზრუნოს მისი გადაჭრის ძიების გზებზე. ჩემი საუბარი გლეხების დაცვისკენ იყო მიმართული, მაგარამ თუ არასწორად ვთქვი რამე, ბოდიშის მოხდა არ არის რთული. სახელმწიფოს პრობლემაა ის, რომ ფაროსანა განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს განსაკუთრებით  გურიისთვის, სამეგრელოსთვის და იმერეთისთვის. თუ რომელიმე გლეხი იპოვის გზას, თუ როგორ დავამარცხოთ ფაროსანა, ის მსოფლიო ნობელის ლაურიატიც შეიძლება გახდეს, რაც წარმოუდგენელია. რაც შეეხება ჩემს განათლებას, ზოგადად, ადამიანის კომპეტენციას დიპლომით არ განვსაზღვრავ, მაგრამ თუ გაინტერესებთ, გეტვით, უბრალოდ, მეხუთე კურსზე არ დავიცავი დიპლომი, იმიტომ, რომ დაწყებული იყო კოოპერაცია. წავედი და რომ ჩამოვედი 12 საგანი ჩავაბარე და ავიღე დიპლომი“, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.