მიზეზები, თუ რატომ იქნება პროექტი “ერთი სარტყელი, ერთი გზა” წარმატებული

ჩინეთის გამოწვევები საზღვარგარეთ: რატომ იქნება ინიციატივა ‘’The belt and Road’’ წარმატებული

ჩინეთის ახალი ინიციატივა მოიცავს ყველაფერს რაც ჩინეთს უკავშირდება. ქვეყანა გეგმავს, რომ ინვესტიცია განახორციელოს მომავალ მსოფლიოში, სადაც ყველა გზა მხოლოდ პეკინი გავლით იქნება. არსებობს რამოდენიმე მიზეზი იმისა თუ რატომ იქნება ჩინეთის ახალი ინიციატივა წარმატებული.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელების კონტროლი

გამომდინარე იქედან, რომ სარკინიგზო გზები, ლოჯისტიკური ზონები, მსოფლიოს მიმოქცევის სისტემას ქმნის, ისინი არიან არტერიები სადაც პროდუქტი და ადამიანების ნაკადი გადაადგილდებიან ერთი წერტილიდან მეორეში. სწორედ ამ ტერიტორიების კარგად ათვისება არის ჩინეთის ინიციატივის განხორციელების პირველი ნაბიჯი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინური კონმპანიები 77 საზღვაო ტერმინალს ამუშავებენ სხვადასხვა ქვეყნებში. აშენებს მაღალი სისწრაფის სარკინიგზო დერეფანს სამხრეთ აზიასა და ევროპას, მათ შორის რუსეთს შორის. აფინანსებს გზების მშენებლობას პაკისტანში, ხოლო ხიდების მშენებლობას ბანგლადეშში, ელექტროენერგიის ხაზების განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებში. ჩინეთი ხელს უწყობს ეკონომიკური ზონების შექმნას შრი-ლანკაში, ომანში, მალაიზიასა და აბუ-დაბიში. გარდა ამისა ქმნის 35 სატრანსპორტო ქსელს, რომელიც ცენტრალური და დასავლეთ ჩინეთის საწარმოო ცენტრებს აკავშირებს ევროპასთან. ამ ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ჩინეთმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ სხვა კომპანიებისა და მთავრობებს გაუწიონ დიდი კონკურენცია და მიიღონ კონტრაქტები. ჩინეთის სტრატეგია არის ძალიან  მარტივი. ისინი იხდიან დიდ თანხებს.

რბილი ინფრასტრუქტურის განვითარება

საერთაშორისო ინფრასტრუქტურის განვითარება არის გზა იმისკენ, რომ ჩინეთმა შექმნას და გააუმჯობესოს გრძელვადიანი პოლიტიკური ურთიერთობები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება რბილი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც ხორციელდება პოლიტიკის სფეროში, მაგალითად  მთავრობათაშორისი შეთანხმებები, სავაჭრო გარიგება, საბაჟო ფაქტები. ჩინეთს უამრავ ქვეყანასთან აქვს სავაჭრო ურთიერთობა. ისინი მუშაობდნენ ევრაზიის მასშტაბით საბაჟო ხელშეკრულების შესათანხმებლად. გასულ წელს ჩინეთმა 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან გააფრომა ხელშეკრულება, რაც საბაჟო ოქმების დაჩქარებას და საქონლის უფრო ეფექტურად ტრანსპორტირებას შეუწყობდა ხელს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა 2000-დან 2014 წლამდე ოფიციალურად დაფინანსებებში $ 354.4 მილიარდი დახარჯა – იმავე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ დახარჯული თანხა  არის 394.6 მილიარდი დოლარი.

ამ წლის დასაწყისში ჩინეთმა განცხადება გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რომ პეკინის საგარეო რეზერვები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც 1 ტრილიონი დოლარი დაიკარგა. მიუხედავად ამისა უკანასკნელი 3 თვის მონაცემების  მიხედვით ჩინეთის რეზერვი გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა.

გეოპოლიტიკური დაყოფის გადაკვეთა

ჩინეთი ცდილობს დაიკავოს მეგობრული პოზიცია იმ ორ მხარეს შორის სადაც გარკვეული კონფლიქტი არსებობს. მას სურს იყოს მეგობრულად ყველა ქვეყანასთან, თუმცა გარკვეულ ალიანსებში გაწევრიანებას შეიძლება ითქვას, რომ თავს არიდებს. ამჟამად ჩინეთი ურთიერთობებს ამყარებს ისრაელთან და ირანთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რუსეთთან და უკრაინასთან, პაკისტანთან და ინდოეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და აშშ-სთან.

ამის უპირატესობა ცხადია: უფრო მეტი ქვეყანა თეორიულად გულისხმობს უფრო მეტ გარიგებებს, უფრო მეტ გეო-ეკონომიკურ გავლენას და ვაჭრობის ნაკლებ ბარიერებს.

ორმხრივი ძალა

ამ ინიციატივის მონაწილეებს შორის არ არსებობს არანაირი წევრობის ოქმები და წინასწარ დაწესებული სტანდარტები. თითოეული ქვეყანა ან ბლოკი მოლაპარაკებებს აწარმოებს საკუთარი პირობებით და გარიგება შეიძლება შედგეს კონკრეტული პარამეტრების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ შეიქმნა გარკვეული პრობლემები, ჩინეთი პირდაპირ კონკრეტულ ქვეყანასთან შეძლებს კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებას, რათა ამის მთლიანი სისტემა არ დაზარალდეს. ჩინეთი კარგად ხვდება, რომ ყველა ქვეყანა არ არის ერთი და იგივე, ყველა სამთავრობო სისტემა არ მუშაობს ერთნაირად და ყველა ქვეყნის კულტურა არ არის მსგავსი.  ეს სტრატეგია ასევე აძლევს ჩინეთს უფრო მეტად დომინანტურ პოზიციას თავისი პარტნიორების მიმართ, ვინაიდან ბლოკის ქვეყნებმა კარგად იციან რომ ჩინეთი არის ძლიერი სწრაფი და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა.

მოამზადა ლევან ლაგვილავა