სომხეთში საპროტესტო გამოსვლებს სამხედროებიც შეუერთდნენ

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სამხედროებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხური რედაქცია იუწყება.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცები ოპოზიციურ მსვლელობას უერთდებიან.
ერთ-ერთმა მათგანმა „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს დაუდასტურა, რომ აქციაზე სამხედრო ნაწილიდან მივიდა.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

წყარო:IPN.GE