“პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება”

პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრის გახსნისას განაცხადა.

„პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება. მინდა ვთქვა ვიცე-პრემიერის სასარგებლოდ თუ არ ვიცი, საამაყოდ, რომ მე მქონდა სულ რამდენიმე დღის წინ მასთან საუბარი და ის ძალიან მკაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს.

ჩვენ ასევე ფინანსთა მინისტრთან საუბარი გვქონდა და მომავალში უნდა ველოდით, რომ, რა თქმა უნდა, თანდათანობით, მაგრამ სახელმწიფო გაცილებით მეტს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლიციელი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს, რომელსაც დანაშაულთან ბრძოლა უშუალოდ უწევს, გაცილებით მშვიდად იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.