,,საქართველოში მთავარი პრობლემაა ის, რომ კაპიტალის წვდომაზე მონოპოლიზაცია აქვთ ბანკებს”

,,საქართველოში მთავარი პრობლემაა ის, რომ კაპიტალის წვდომაზე მონოპოლიზაცია აქვთ ბანკებს და ფაქტობრივად არ არსებობს ალტერნატიული გზა ფინანსების მოძიებისთვის”

,,საქართველოში მთავარი პრობლემაა ის, რომ კაპიტალის წვდომაზე მონოპოლიზაცია აქვთ ბანკებს და ფაქტობრივად არ არსებობს ალტერნატიული გზა ფინანსების მოძიებისთვის”, – ამის შესახებ “პლატინ ანალიტიქსის” დამფუძნებელმა, არჩილ ჭეიშვილმა აფბას ბიზნესსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავარი პრობლემა საქართველოში არის ის, რომ კაპიტალის წვდომაზე მონოპოლიზაცია აქვთ ბანკებს და ფაქტობრივად არ არსებობს ალტერნატიული გზა სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის კაპიტალის მოძიებისთვის. მაშინ, როდესაც ამერიკაში ძალიან განვითარებულია სხვა წყაროები.

ამერიკაში დაფინანსების 4 მთავარი წყარო გამოიყენება ბანკების გარდა, ესენია: ვენჩერ-კაპიტალური ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ფონდებიდან იღებენ თანხებს და შემდეგ აკეთებენ ინვესტირებას. ისინი ინვესტირებას დებენ ისეთ კომპანიებში, რომლებსაც პროდუქციის რაღაც ნაწილი უკვე აქვთ და კლიენტებიც ჰყავთ. ,,ანგელოზი ივესტორები”, ანუ მდიდარი ხალხი, რომლებსაც უნდათ, რომ ახალგაზრდა სტარტაპერებს დაეხმარონ და ინვესტიცია ჩადონ მცირე ბიზნესში. მესამე რაც შედარებით ახალია არის ინიტიალ ცოინ ოფფერინგ, რომელიც განსაკუთრებულად კარგია ბლოცკცჰაინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპებისთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა, რომ ამერიკაში ან თუნდაც საქართველოში მოვიზიდოთ თანხები. ჩემმა მეგობარმა, მაგალითად 3 თვის მუშაობით მოიზიდა 62 მილიონი. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ასეთი ფაქტები მრავლად ხდება. მეოთხეა ცროწედფუნდინგ, რომელიც ბიზნეს სტარტაპებს აძლევს საშუალებას, რომ საზოგადოებისგან მოიზიდონ თანხები.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მეთოდები დაინერგოს საქართველოში. საქართველოს პრობლემა არის ის, რომ ქართული ბიზნესების ლიკვიდობა არის ძალიან დაბალი. დავუშვათ მე შევქმენი წარმატებული ბიზნესი, ამ კომპანიის გაყიდვა ძალიან რთული იქნება, მაშინ როცა ვენჩერ-კაპიტალისტმა თანხის ჩადებიდან 5 – 10 წლის პერიოდში ლიკვიდაცია უნდა გაუკეთოს საკუთარ თანხას ანუ ამოიღოს. იმის გამო რომ საქართველოში ლიკვიდურობის პროცენტი ძალიან დაბალია რთული იქნება ამ მოდელის განხორციელება. ამ შემთხვევაში დივიდენდების სახით უნდა მოახდინოს ვენჩერ-კაპიტალისტმა თანხის დაბრუნება, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ვენჩერკაპიტალურ ფილოსოფიასთან, რომელიც გულისხმობს რომ აუცილებელი არაა სტარტაპი პირველი 10 წელი გადიოდეს მოგებაზე, იგი უნდა იზრდებოდეს ძალიან სწრაფად და მერე ერთბაშად იშოვოს რაც შეიძლება დიდი მოგება” – განაცხადა ჭეიშვილმა