Facebook-ს სამი ახალი ფუნქცია ემატება

Facebook-ს სამი ახალი ფუნქცია ემატება

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ფეისბუქის ქლაუდ სისტემის გამოყენებით შეინახონ თითოეული ის ფოტო და ვიდეო, რომელსაც ფეისბუქის კამერით გადაიღებენ.

გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება ხმოვანი სტატუსების გამოყენება და ე.წ. სთორების დაარქივებაც.

თავდაპირველად მათი დატესტევა მოხდება ინდოეთში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურად როდის გაეშვება აღნიშნული ცვლილებები ფეისბუქის დანარჩენი მსოფლიოს მომხმარებლებისათვის.

სანდრო პირველი