Nike, H&M, Burberry, და GAP-ი გადაყრილი ტანსაცმლის გადამუშავებს დაიწყებენ
ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდები – Nike, H&M-ი, BurBerry, და GAP-ი გადაყრილი ტანსაცმლის გადამუშავებს დაიწყებენ
ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდები – Nike, H&M-ი, NurBerry, და GAP-ი გადაყრილი ტანსაცმლის გადამუშავებს დაიწყებენ. ტანსაცმლის ბრენდები მსოფლიო ინიციატივას შეუერთდნენ, რომელიც მოდის ინდუსტრიის მიერ გარემოსათვის ნაკლები ზიანის მიყენებას ითვალისწინებს.
► ადიდასი ბიოდეგრადირებად ფეხსაცმელს გამოუშვებს
ეს ინიციატივა მაშინ გაჟღერდა, როდესაც კვლევის შედეგად დადგინა, რომ მსოფლიოში გადაყრილი ტანსაცმლის მხოლოდ 1% მუშავდება.
► 2017 წელს Adidas-მა ოკეანის ნარჩენებისგან დამზადებული 1 მილიონი წყვილი ბოტასი გაყიდა
გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, ინიციატივაში ჩართული ბრენდები გეგმავენ, რომ წარმოებისთვის გადამუშავებული ქსოვილები გამოიყენონ.
მაგალითად, H&M-ი გეგმავს 2030 წლისათვის წარმოება სრულად ამ ტიპის წარმოებაზე გადაიყვანოს. ამ დროისთვის ბრენდის მიერ დამზადებული პროდუქციის მხოლოდ 35% მზადდება გადამუშავებული ტანსაცმლისგან.
ბაჩო ჯინჭარაძე