ტრამპი 2018 წლის I კვარტლის ხელფასს, 100 000 $-ს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გადასცემს
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2018 წლის პირველი კვარტლის ხელფასს 100 000 აშშ დოლარს აშშ-ს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გადასცემს
როგორც აშშ-ს ვეტერანთა საქმების დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ უილკიმ აღნიშნა, ეს თანხა ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამებზე იქნება გამოყენებული.
ტრამპის მხრიდან მსგავსი საქციელი პირველი შემთხვევა არაა და აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი პერიოდულად გადასცემს თავის კვარტალურ ხელფასს (100 000 აშშ დოლარი) სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს.