სწრაფმავალი სამგზავრო ხომალდი სოჭი-ბათუმს შორის რეისებს 12 ივნისიდან განაახლებს
სწრაფმავალი სამგზავრო ხომალდი „კომეტა” სოჭი-ბათუმს შორის რეისებს 12 ივნისიდან განაახლებს.
ამის შესახებ „ექსპრეს ბათუმის“ მენეჯერმა დავით კიკნაძემ ТАСС -სთან განაცხადა.
საზაფხულო საზღვაო მიმოსვლის ფარგლებში სოჭიდან რეისები ყოველ სამშაბათს, ბათუმიდან კი, ორშაბათობით შესრულდება.
დავით კიკნაძის თქმით, ქალაქებს შორის მანძილის დაფარვას, კარგ ამინდში, 5-6 საათი სჭირდება. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია რეისების რაოდენობა გაიზარდოს.
ხომალდს ერთ გზაზე 114 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
GBC.GE