ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა იწყება
მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა იწყება. მარშალ-გელოვნის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორ-დონიანი კვანძი მოეწყობა. ჩვენ ვიცით, რომ იქ საცობების სერიოზული პრობლემაა და ვინც მოხვედრილა ამ გზაზე დამეთანხმება რომ რამოდენიმე წუთი გიწევს ამ ტერიტორიაზე გაჩერება. ამ პროექტის განხორიცელებით, შევძლებთ ამ მონაკვეთის განტვირთვას. პროექტი საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის გამტარობას გაზრდის. 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის“, – ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ტენდერში, რომელიც ესტაკადის მშენებლობისთვის მერიამ გამოაცხადა, კომპანია “ენსისიმ” გაიმარჯვა.