მძღოლების ნარკოთრობის დასადგენად ნარკოტესტებს შემოიტანენ
შსს მძღოლების ნარკოთრობის დასადგენად ნარკოტესტების შემოტანას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს , მიმდინარეობს მუშაობა ისეთი მოწყობილობის შესაძენად, რომელიც შემოწმების პროცესს უფრო ჰუმანურს გახდის.
“ვმუშაობთ, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების პროცესი გახდეს უფრო ჰუმანური, მათ შორის იმაზე, რომ შევიძინოთ შესაბამისი მოწყობილობა“, – განაცადეს უწყებაში.
ცნობისთვის: ნარკოტესტები ძალიან ეფექტურად მუშაობს ბევრ ქვეყანაში და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზებულია მარიხუანას მოწევა, ნარკოთრობის შემთხვევაში მართვის აკრძალვა გაცილებით მეტი ხნით ხდება, ვიდრე ალკოჰოლური სასმელით თრობისას.