ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება

ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, გვარამიას განცხადება უკავშირდება იმას, რომ წინასწარი კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იმარჯვებს.