ჯივიპი კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა.
მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს. კომპანიის 2018 წლის რეაბილიტაციებს შორის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლებაა, რაშიც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 4 მლნ ლარზე მეტ ინვესტიაციას ახორციელებს. წყლისა და წყალარინების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით კახეთის გზატკეცილზე ორივე მხარეს 13 კმ-ზე მეტი სიგრძის მაგისტრალური ქსელი იცვლება. მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ სისტემაზეევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დასრულების ეტაპზეა – წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მოსაწყობად ძირითადი სამუშაოები შესრულებულია. კახეთის გზატკეცილის ერთ მხარეს, რამდენიმე დღეში გზის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმდინარე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტიციასგანახორციელებს.