ჩინური სატვირთო მანქანები რუსეთის ბაზარს იკავებენ

ჩინურმა კომპანიებმა  რუსული სატვირთო მანქანების ბაზარი დაიკავეს. ამის შესახებ kommersant.ru წერს Avtostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

მონაცემების მიხედვით, ივლისის შუა რიცხვებისთვის, 3,5 ტონაზე მეტი სატვირთო მანქანების სეგმენტში ჩინური ბრენდების ერთობლივი წილი 44%-ს მიაღწია და რუს მწარმოებლებს გადაუსწრო, რომელთა წილი 43%-მდე დაეცა. უფრო მეტიც, ჩინური სატვირთო მანქანების წილი სწრაფად იზრდება.

ივნისის შედეგების მიხედვით, ის მხოლოდ 31%-ს შეადგენდა, ივლისის შუა რიცხვებისთვის კი უკვე 44%-ს, ხოლო რუსული კომპანიების წილი იმავე სეგმენტში 53%-დან 43%-მდე შემცირდა.

ბრენდებს შორის სეგმენტის ლიდერი კვლავ რუსული KamAZ-ია, რომელმაც ივნისში 2,3 ათასი მანქანა გაყიდა ჩინური ბრენდის Shacman-ის 973 სატვირთო მანქანის წინააღმდეგ.

ამავდროულად, KamAZ-ის გაყიდვები ომამდელ პერიოდთან შედარებით 28,3%-ით შემცირდა, ხოლო ჩინურის გაყიდვები თითქმის 250%-ით გაიზარდა. Avtostat აღნიშნავს, რომ სხვა ჩინურ ბრენდებსაც აქვთ მსგავსი გაყიდვების დინამიკა.

გიორგი არაბული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *