„ახლა რაღაც ზღაპარს ვყვები, მართალია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გზა დეოლიგარქიზაციის“ – თემურ ჭყონია 12-პუნქტიან გეგმაზე

„ხშირად საუბრობენ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლაზე, ან რამის ჩამორთმევაზე და ა.შ… ასევე, რომ მთვარობა წავიდეს… შეიძლება, ყველა არსებული პარტია შეიკრიბოს და შეთანხმდნენ, რაღაც ერთობლივ მმართველობაზე“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ რადიო „პალიტრისა” და “პალიტრანიუსის” გადაცემაში “საქმე” განაცხადა.

მისი თქმით, ეს შესაძლოა არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ არის ერთ-ერთი გზა დეოლიგარქიზაციის.

„ეს 12-პუნქტიანი, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზეს, მიუხედავად იმისა, შევალთ ევროკავშირში, თუ ვერა, არის ის პუნქტები, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ეს 12 პუნქტი იმის გამო ხომ არ უნდა შევასრულოთ, რომ ევროკავშირის კანდიდატად მიგვიღონ. უნდა შევასრულოთ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება. ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ ეს. ჩვენი განვითარებისთვის გვჭირდება.

დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, ხშირად საუბრობენ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლაზე, ან რამის ჩამორთმევაზე და ა.შ… ასევე, რომ მთვარობა წავიდეს… შეიძლება, ყველა არსებული პარტია შეიკრიბოს და შეთანხმდნენ, რაღაც ერთობლივ მმართველობაზე. ახლა რაღაც ზღაპარს ვყვები, მართალია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გზა დეოლიგარქიზაციის. უნდა გადანაწილდეს ფუნქციები. თორემ, მე ასე მესმის, არავინ არაფრის ჩამორთმევას არ აპირებს.

მაგრამ, როდესაც ერთი პარტია მართავს მთელ საქართველოს სტრუქტურებს და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეს იწვევს ზუსტად იმ ეჭვებს ევროკავშირში და ჩვენთან, მათ შორის, რომ შესაძლებელია, ამ მმართველობას მოჰყვეს უამრავი უარყოფითი მოვლენა, რომელიც ადეკვატური არ არის დემოკრატიული მართვის პრინციპებთან“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.

bpn.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *