ვის არ მიაწოდებს რუსეთი ნავთობსა და გაზს
რუსეთი არ მიაწოდებს ნავთობს და გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის რესურსებზე შეზღუდვას აწესებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ეკონომიკური კვირის ფორუმზე განაცხადა, წერს რუსული მედია.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ მზადაა მსოფლიო ბაზარს თავისი ენერგორესურსებით მიაწოდოს.
თუმცა, ის არ მიყიდის ნავთობს და გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვს ფასის ზღვარს დაუწესებენ.
„რუსეთი არ იმოქმედებს საღი აზრის საწინააღმდეგოდ და სხვისი კეთილდღეობის საფასურს საკუთარი ხარჯებით არ გადაიხდის“, – აღნიშნა მან.