„კადრების შენარჩუნების ერთადერთი გზა არსებობს – ღირსეული ანაზღაურება“

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ მუშახელის დეფიციტის პრობლემა ბიზნესმა კადრების მომზადებით უნდა გადაჭრას.

როგორც თემურ ჭყონიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, კადრების შენარჩუნების გზა ღირსეული ანაზღაურებაა.

„დეფიციტი შეძლება არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ეს დეფიციტი უნდა შეავსოს ბიზნესმა, უნდა მოვამზადოთ კადრები. არსებობს უამრავი მიმართულება: შეიძლება მოამზადო კადრები ევროპაში, შეიძლება მოამზადო აქ, ჩამოიყვანო ტრენერი. ჩემი აზრით, კადრების შენარჩუნების, გაზრდის ერთადერთი გზა არსებობს – ღირსეული ანაზღაურება.

ჩვენთან მენტალური პრობლემაა, ნეპოტიზმი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ხელშეწყობა ხელფასებით და გარემო პირობებით ნიჭიერი ადამიანებისთვის. ადამიანი როდესაც მუშაობს კომპანიაში, ზედმეტად ღირსეულად უნდა გრძნობდეს თავს ხელფასით, მომსახურებით, ყველა პირობით“,- აღნიშნა ბიზნესმენმა.

„ბიზნეს ფორმულა“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *