რუსეთი ნავთობის რეკორდულ რაოდენობას გზავნის
რუსული ნავთობის ექსპორტმა ზღვით მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში.
კერძოდ, რუსეთიდან საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის მოცულობა გაიზარდა 3,6 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც ყველაზე მაღალია ივნისის თვის დასაწყისიდან. ეს გამოწვეულია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებით, აღნიშნავს Bloomberg.
ყველაზე დიდი ზრდა, როგორც ნატურით, ასევე პროცენტული თვალსაზრისით, დაფიქსირდა მურმანსკის ტერმინალიდან გადაზიდვებზე.
აღნიშნულია, რომ მურმანსკიდან აზიის მიმართულებამდე მოგზაურობა უფრო გრძელია, ვიდრე ბალტიის ან შავი ზღვების ტერმინალებიდან.
გარდა ამისა, გემები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, დანიშნულების ადგილთან დაკავშირებით „უფრო ფრთხილი“ ხდებიან – ისინი ტოვებენ რუსეთის პორტებს დანიშნულების ადგილის გამხელის გარეშე, წერს სააგენტო.
გიორგი არაბული