დეკემბრის დასაწყისში საწვავი კიდევ გაიაფდება – „ვისოლის“ დირექტორი

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, დეკემბრის დასაწყისში საწვავი კიდევ გაიაფდება.

„ნოემბერი როგორც გაცვლითი კურსის, ისე ნავთობის ფასის სტაბილურობით გამოირჩევა, რაც ადგილობრივ ფასებზე უკვე აისახა. ბოლო ორ კვირაში საწვავი 10 თეთრით გავაიაფეთ და იმედს ვიტოვებთ, ფასებს უახლოეს მომავალშიც დავაკორექტირებთ.

საწვავის მორიგი გაიაფება დეკემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი, თუმცა ფასი დამოკიდებულია ნოემბრის ბოლოს შემოტანილი საწვავის მარაგებსა და თვითღირებულებაზე”, აცხადებს ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ აგვისტოდან დღემდე კომპანიამ ფასები 90 თეთრიდან 1 ლარამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საწვავის გაიაფება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნავთობიმპორტიორებმა ქვეყანაში იაფი რუსული საწვავის შემოტანა დაიწყეს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, რუსეთიდან საწვავის მაღალი იმპორტი საფრთხის შემცველი არ არის.

Businessformula.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *