ირანი რუსეთს 300 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილებს მიაწოდებს

ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს 300 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების მიწოდებაზე. ამის შესახებ ირანის ავტონაწილების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაჯაფი მანეშმა განაცხადა, წერს რუსული მედია.

„ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ათასი მანქანა უკვე მივაწოდეთ ვენესუელას. რუსეთი არის ჩვენი კიდევ ერთი კლიენტი, რომელთანაც 300 მილიონი დოლარის მემორანდუმი გავაფორმეთ მანქანების მიწოდებაზე“, – განაცხადა მან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *