PSP განცხადებას ავრცელებს

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს.

ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში.

PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან.

ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფრომაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, იმედს ვიტოვებთ ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *