კრემლმა ყაზახეთთან და უზბეკეთთან „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნაზე ისაუბრა

ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა – კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა და ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთთან “სამმხრივი გაზის კავშირის” შექმნაზე ისაუბრეს. ამის შესახებ სამშაბათს ყაზახეთის ლიდერის პრესმდივანმა რუსლან ჟელდიბაიმ განაცხადა.

„კრემლში ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნაზე, რომელიც შედგება რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთისგან, რათა კოორდინირდეს ქმედებები რუსული გაზის ტრანსპორტირებაში ყაზახეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებით”, – დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ტოკაევი და პუტინი მიიჩნევენ, რომ „აუცილებელია დეტალური მოლაპარაკებების წარმოება სამი ქვეყნის ექსპერტების მონაწილეობით, რათა მოხდეს ამ საკითხის რაციონალური გადაწყვეტა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით“.

ერთი დღით ადრე ტოკაევმა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, მიხეილ მიშუსტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პუტინმა შესთავაზა სამმხრივი ალიანსის შექმნა და აპირებს ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტს დაურეკოს.

გიორგი არაბული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *