რა რეგულაციები ამოქმედდება ტაქსებისთვის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რა რეგულაციები ამოქმედდება ტაქსებისთვის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში.

როგორც კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ტაქსის ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში „ა“ კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი.

„ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი.

ტაქსების ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობის და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *