სძულს თუ არა ამერიკას სიტყვის თავისუფლება? Apple-მა Twitter-ზე რეკლამა თითქმის შეწყვიტა – ილონ მასკი

Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ს “ომი” გამოუცხადა.

ილონ მასკმა ორშაბათს განაცხადა, რომ Apple-მა თითქმის შეწყვიტა რეკლამა თავის სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

“Apple-მა ძირითადად შეაჩერა რეკლამები Twitter-ზე. სძულს თუ არა ამერიკას სიტყვის თავისუფლება?” დაწერა ილონ მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ბიზნესმენმა ადრე განაცხადა, რომ Apple დაემუქრა მისი სოციალური ქსელის აპლიკაციის AppStore-დან წაშლით.

მილიარდერმა ასევე მოაწყო გამოკითხვა თავის გვერდზე, რათა გაეგო მომხმარებლების აზრი იმის შესახებ, უნდა გაასაჯაროოს თუ არა Apple-მა თავისი მომხმარებლების მიმართ ცენზურის ყველა შემთხვევა.

ილონ მასკმა Apple დაადანაშაულა აპლიკაციების მაღაზიაში გაყიდვებზე საკომისიოს მიღებაში.

ტვიტერების სერიაში მასკმა Apple დაადანაშაულა სიტყვის თავისუფლების ჩახშობაში, რაც მის მაღაზიაში არსებულ აპლიკაციებს სთხოვს კონტენტის გარკვეულ სტანდარტებს. მასკმა მონიშნა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის Twitter-ის ანგარიში და დაწერა: “რა ხდება აქ?”

27 ნოემბერს, Financial Times-მა, სარეკლამო სააგენტოს ტოპ პერსონალზე დაყრდნობით, დაწერა, რომ თითქმის ყველა მსხვილმა გლობალურმა ბრენდმა დროებით შეწყვიტა რეკლამა Twitter-ზე მასკის ქაოტური მიდგომის გამო მის მიერ შეძენილი კომპანიის მართვაში.

ეკა უკლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *