1-22 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 17 ლოკაციაზე მოემსახურება

1-22 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 17 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება.

აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1

ლანჩხუთი01.12.2022ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით10:00-17:00

2

ლენტეხი02.12.2022თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ10:00-17:00

3

გურჯაანი05.12.2022 თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან)10:00-17:00

4

ხონი05.12.2022გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია10:00-17:00

5

ყვარელი06.12.2022კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან10:00-17:00

6

ვანი06.12.2022გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია10:00-17:00

7

ბაღდათი07.12.2022წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ10:00-17:00

8

დუშეთი08.12.2022რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი10:00-17:00

9

ამბროლაური08.12.2022კოსტავას ქ. 2010:00-17:00

10

მარტვილი12.12.2022თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ10:00-17:00

11

ცაგერი13.12.2022რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ10:00-17:00

12

საჩხერე14.12.2022თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია10:00-17:00

13

ონი15.12.2022აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ10:00-17:00

14

ტყიბული16.12.2022კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია10:00-17:00

15

კასპი19.12.2022სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან10:00-17:00

16

ამბროლაური22.12.2022კოსტავას ქ. 2010:00-17:00

17

ყაზბეგი22.12.2022გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია10:00-17:00

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *