ოქრიაშვილი – ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს – დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა უკრაინელების თავდადების ხარჯზე

ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე, – ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

როგორც ოქრიაშვილი ამბობს, მყარი მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი.

მისივე თქმით, ჩვენ გვჭირდება თითოეული ოჯახისთვის ღირსეული შემოსავალი, მინიმუმ 1000 დოლარი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის პერსპექტივის შეგრძნება.

„ვისურვებდი, მართლა მყარი მშვიდობა გვქონდეს, რაც გლობალურ სამყაროში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე არასდროს გვექნება. მყარი მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჭირდება თითოეული ოჯახისთვის ღირსეული შემოსავალი (მინიმუმ 1000 დოლარი და მეტი) და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ხვალინდელი დღის პერსპექტივის შეგრძნება.

ამგვარი გეგმის განხორციელება – მშვიდობა, კეთილდღეობა და პერსპექტივა, – შესაძლებელია უაღრესად კარგი სახელმწიფო მმართველობის და მთელი ერის დაუღალავი შრომის პირობებში.

იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი შეძლებს ქვეყნის მმართველობაში ისეთი გუნდის მოყვანას, რომელიც შემჭიდროებულ ვადებში გადაჭრის ამ ამოცანებს. მე მჯერა ქართველი ხალხის გონიერების”, – აცხადებს ოქრიაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *