შვეიცარიამ 7,5 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ 7,5 მილიარდ შვეიცარიული ფრანკის მოცულობის რუსული აქტივები გაყინა (დაახლოებით 7,95 მილიარდი დოლარი).

ამის შესახებ ხუთშაბათს, 1 დეკემბერს, ქვეყნის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნომ (SECO) განაცხადა.

„2022 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოში დეკლარირებული რუსეთის მოქალაქეების ან ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ შეადგინა 46,1 მილიარდი ფრანკი.

2022 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, შვეიცარიაში გაყინულმა აქტივებმა 7,5 მილიარდ ფრანკს მიაღწია“, – აღნიშნა SECO-მ.

გარდა ამისა, დაბლოკილია 15 საკუთრება შვეიცარიის ექვს კანტონში.

გიორგი არაბული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *