ცუცქირიძე: მეორე წელია გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არ არის შემთხვევითობა – ჩვენი ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება

მეორე წელი როცა გვაქვს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეს უკვე არ არის შემთხვევითობა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

„ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება, იზრდება მშპ და იზრდება ბევრი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბოლო ათ თვეში – საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს. მარტო ოქტომბერში ზრდამ 8 პროცენტზე მეტი შეადგინა. ექსპერტები და დარგის სპეციალისტები დადებით ტენდენციას მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *