თურქეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეამცირა – BLOOMBERG
დასავლეთის სანქციების ახალი ტალღის წინ, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდება და რომელიც მოიცავს ევროპულ ემბარგოს და ფასების ზღვარს, თურქეთმა მკვეთრად შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები.
25 ნოემბრის დასრულებულ კვირაში რუსული პორტებიდან თურქ მყიდველებს დღეში 210 000 ბარელი ეგზავნებოდა, Bloomberg-მა გამოთვალა ტანკერების მოძრაობის სტატისტიკის საფუძველზე.
თურქეთის მიმართულებით ნაკადები დაახლოებით მესამედით შემცირდა: ერთი კვირით ადრე ანკარამ დღეში 300 000 ბარელი იყიდა, ოქტომბრის ბოლოს – 350 000.
გიორგი არაბული