2022 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა

2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, ერთწლიან პერიოდში ბოსტნეული და ბაღჩეული 26.0 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 23.8 პროცენტი, უალკოჰოლო სასმელები – 22.0 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო – 19.5 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი – 18.3 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.7 პროცენტი, თევზეული – 13.6 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 10.1 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.1 პროცენტი, ხილი – 6.9 პროცენტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *