აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი წარადგინა

აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი, „ბი-21 რაიდერი“ წარადგინა.

„სტელსის“ სისტემით აღჭურვილი „ბი-21“  არის პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენი, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია.

„ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითმფრინავი. ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება, დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. საჰაერო თავდაცვის ყველაზე დახვეწილ სისტემებსაც კი გაუჭირდებათ ცაში „ბი-21“-ის აღმოჩენა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

ახალ ბომბდამშენს ელექტრონული გამონაბოლქვის კონტროლის ახალი საშუალებები აქვს, რათა სამხედრო თვითმფრინავს შეეძლოს მოწინააღმდეგის რადარების მოტყუება და სხვა ობიექტად შენიღბვა. ასევე იყენებს ახალი ამძრავის ტექნოლოგიებს. ბომბდამშენების ღირებულება უცნობია.

1tv.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *