Marks&Spencer, H&M, NEXT-ი საქართველოში შეიკერება – რუსთავში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა
რუსთავში საწარმო “დარმატექსი” გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სამოსს შეკერავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ელიზბარ ლომინაძე აცხადებს, ადგილობრივი ინვესტიციით შექმნილი სამკერვალო ითანამშრომლებს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Marks&Spencer, „H&M“, NEXT, S’OLIver და “მონკლერი”.
მისი თქმით, წარმოების 90% ექსპორტზეა გათვლილი. ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, საწარმო სრულად ადგილობრივი ინვესტიციით გაიხსნა, დასაქმებულთა რაოდენობა კი, პირველ ეტაპზე, 100-მდე იქნება.