ლატვიაში საკნადალის შემდეგ, ტელეარხმა „დოჟდი“ შესაძლოა, საქართველოდან იმაუწყებლოს
ტელეარხი „დოჟდი“ (რუსეთის ფედერაციაში უცხოელი აგენტების სიაშია) განიხილავს რედაქციის ლატვიიდან გადატანის შესაძლებლობას წამყვან ალექსეი კოროსტელევთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, წერს რუსული მედია.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დოჟდს შეიძლება საქართველოში გადავიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა არხის გენერალური დირექტორი, ნატალია სინდეევა იურისტებთან კონსულტაციებს გადის.
არხის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც კოროსტელევმა უკრაინაში ახალმობილიზებული რუსებისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობის თაობაზე ისაუბრა.
განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც არხის მაყურებლების, ისე ლატვიის ხელისუფლების მხრიდან.
კოროსტელევი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რედაქცია ასევე დატოვა რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებიც არ დაეთანხმნენ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას კოროსტელევის დათხოვნის შესახებ.
ეკა უკლება