რა შეიძლება მოხდეს, თუ ზამთრისთვის საბურავს არ შეცვლით? – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება
ახალი წლის ჯადოსნური პერიოდისთვის მზადება ნელ-ნელა იწყება. განსაკუთრებულ დღეებს კი მოულოდნელობები არ უხდება. იმისათვის, რომ დღესასწაულზე უსიამოვნო თავგადასავლებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ, მნიშვნელოვანია, ავტომობილის დეტალები გადაამოწმოთ და მის საიმედოობაში დარწმუნდეთ.
სტატისტიკურად დადგენილია, რომ მძღოლების 100%, ის, ვინც ზამთარში საბურავს არ ცვლის, ერთხელ მაინც ეხვევა უსიამოვნო თავგადასავალში. თან, თუ ეს უსიამოვნება ახალი წლის ღამეს ხდება, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.
ასეთი უსიამოვნო თავგადასავლის, მეგობრების განრისხებული მზერისა და თავბრუსხვევის ასარიდებლად უმჯობესია, საბურავების შეცვლაზე უკვე იზრუნოთ. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს, რაც შემდგომში ავარიის მიზეზი ხდება. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და დანიშნულების ადგილზე უსიამოვნო თავგადასავლების გარეშე მისვლის შესაძლებლობაც გექნებათ.
საბურავების სეზონურ ცვლილებასა და გასათვალისწინებელ რჩევებზე „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდ მენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი საუბრობს.
რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია ხარისხიანი საბურავი ავტომობილისთვის?
„საბურავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ავტომობილისთვის, რადგან ის პირდაპირ კონტაქტშია გზის ზედაპირთან. არსებობს მრავალი დანიშნულების საბურავი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ მის გვერდით კედელზე არსებულ ნიშნებს და მხოლოდ პროფესიონალის კონსულტაციის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი, რადგან საბურავის დანიშნულების მიხედვით შერჩევა უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“.
რატომ არის აუცილებელი საბურავების სეზონური ცვლილება?
„ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონზე თუ გზის რელიეფზე საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია“.
ვიზუალური განსხვავების გარდა, შემადგენლობის მხრივაც თუ განსხვავდება ზაფხულის საბურავი ზამთრისაგან?