ბაკურ აბულაძე – წინა წლებთან შედარებით, ფულის გათეთრების მუხლებით დაწყებული გამოძიების ხვედრითი წილი გაზრდილი

წინა წლებთან შედარებით, ფულის გათეთრების მუხლებით დაწყებული გამოძიების ხვედრითი წილი გაზრდილია, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ განაცხადა.

როგორც ბაკურაძე განმარტავს, ფულის გათეთრების მუხლებით დაწყებული გამოძიების ხვედრითი წილის ზრდა ამ მიმართულებით დანაშაულის გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესების მანიშნებელია.

„წინა წლებთან შედარებით, ფულის გათეთრების მუხლებით დაწყებული გამოძიების ხვედრითი წილი გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით დანაშაულის გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესების მანიშნებელია“, – ბაკურ აბულაძემ.

გარდა ამისა, აბულაძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რომ 2022 წელს გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 172 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 115 პირის მიმართ, ყველაზე მეტი – 45 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტებზე; სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 22 პირის მიმართ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *