თურქეთში ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს, რომლის მარაგი 250 მილიარდ დოლარადაა შეფასებული

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მალე გამოაცხადებს შირნაკში (ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით) ნავთობის საბადოების აღმოჩენის შესახებ, რომლის მარაგი 250 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

როგორც Sabah-ის მიმომხილველმა, იავუზ დონატმა დაწერა, შირნაკში აღმოჩენილი ნავთობის მარაგების შესახებ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

დონატის თქმით, ექსპერტებზე დაყრდნობით, რეგიონში ახალი ჭაბურღილები გაბურღულია და ყოველი ახალი გასაბურღი ჭაბურღილის რიცხვი იზრდება.

აღინიშნა, რომ გაბარის მთაზე, შირნაქზე აღმოჩენილი ნავთობის მარაგი ორჯერ აღემატება თურქეთის ნავთობის მარაგს.

გიორგი არაბული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *